ახალი ამბები
ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდული საბჭოს წევრების მისაღებად ვადა გაახანგრძლივა
ბორჯომის მუნიციპალიტეტი აცხადებს
ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიღებას. აპლიკაციების გაგზავნა 21
მარტის ჩათვლით იყო შესაძლებელი, თუმცა ვადა გახანგრძლივდა და
მსურველებს ელექტრონული განაცხადის შევსება 3 აპრილს, 18:00 საათამდე
შეეძლებათ.
ახალგაზრდული საბჭოს მისიაა, ხელი შეუწყოს ადგილობრივ დონეზე ისეთი
გარემოს ფორმირებას, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს განვითარების და
საკუთარი თავის მაქსიმალურად რეალიზების შესაძლებლობას.
ახალგაზრდული საბჭოს მიზანია ახალგაზრდების ინტერესების
შეძლებისდაგვარად გათვალისწინება მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებების
მიღების პროცესში.
ახალგაზრდული საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სხვადასხვა სასწავლო
ტრენინგში და აიმაღლებენ ცოდნას იმ მიმართულებით, რაც მათ დაეხმარება
ფუნქცია–მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაში.
ამიტომ, თუ:
ხარ 16-29 წლამდე;
იცნობ ადგილობრივი ახალგაზრდების პრობლემებს და გაქვს მათი გადაჭრის
სურვილი;
მზად ხარ, საკუთარი დრო და ენერგია შენი მუნიციპალიტეტის განვითარებას
დაუთმო;
გაქვს მოტივაცია, ჩაერთო გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
გაქვს სურვილი, გაიუმჯობესო პიროვნული/პროფესიული უნარ-ჩვევები და
კომპეტენციები;
გინდა ჩაერთო, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ტრენინგებში;
მაშინ შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო
ფორმა.
გააზიარეთ :