ბათუმი-ახალციხის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის
საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე,
ყველა სახის ავტოტრანსპორტის
მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყერის ჩამოსვლის გამო,
აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.