ახალი ამბები
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის
მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განსახორციელებელი პრიორიტეტული
პროექტების გამოსავლენად დასახლების საერთო კრება და მოსახლეობასთან
კონსულტაციები დასრულდა.
ბოლო შეხვედრა მაღალმთიანი სოფლების: ტაბაწყურის, მოლითის, ბალანთის
და ჭიხარულას მოსახლეობასთან გაიმართა. შეხვედრებს ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, ადგილობრივი
თვითმმართველობისა და დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობამ წარმოდგენილი საპროექტო
წინადადებებიდან, პრიორიტეტული პროექტები ხმათა უმრავლესობით
გამოავლინეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში
არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.
(R)
გააზიარეთ :