22 მარტი წყლის მსოფლიო დღეა
წყლის რაოდენობის მხრივ, საქართველო
ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. საქართველოში 730-ზე მეტი სახეობის
მინერალური წყალი მოიპოვება, რომელიც ყველაზე საიმედოდ დაცული სასმელი
წყლის წყაროა.
მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების ხარისხობრივი და რაოდენობრივი
მახასიათებლების შეფასების მიზნით, საქართველოში, 2013 წლიდან,
მონიტორინგი თანამედროვე მეთოდოლოგიით ხორციელდება.
გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით 1993 წლიდან 22 მარტს
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.