ახალი ამბები
საპატრიარქო აკრიტიკებს იმ სასულიერო პირს, რომელიც გუშინ "ალტ-ინფოს" აქციაზე იდგა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ წერილი გაეგზავნა იმ სასულიერო პირს, მღვდელმთავარს, რომელიც გუშინ, 14 მარტს, პარლამენტის შენობის წინ პარტია "კონსერვატიული მოძრაობისა" და ამავე პარტიის ტელეარხ "ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იდგა. ძალადობრივი და პრორუსული ჯგუფების აქციაზე ისმოდა მუქარა, რაც საპატრიარქოს განცხადებით, მათთვის მიუღებელია.

"14 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე თვითნებურად მოქმედებდა სასულიერო პირი. მეტიც, ის მოქმედებდა საეკლესიო კანონიკის დარღვევით და მისი მოწოდებები საზოგადოების პოლარიზაციას უწყობდა ხელს... საეკლესიო ეთიკისთვის შეუფერებელია მლოცველი ადამიანისაგან შეურაცხმყოფელი მიმართვები, გინება და, მით უფრო, ქვების სროლა.

როგორც ადრე აღვნიშნეთ, დღეს საქართველოს განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მიმართულებით. ყოველი ძალადობრივი ფაქტი, პოლარიზებისა და შფოთის მცდელობა, დაუბალანსებელი მოწოდება, რომელი მხრიდანაც უნდა იყოს ის ნაკარნახევი, ეკლესიისგან შორს დგას",
- წერია განცხადებაში.

აქვე ძალადობრივი ჯგუფის 14 მარტის აქციის გარდა, ერთ კონტექსტში ნახსენებია 7-9 მარტის აქცია, რომლის მიზანიც ე.წ. აგენტების კანონის არმიღება იყო.

"ქვეყნისათვის რაიმე სიკეთის მოტანა სრულიად წარმოუდგენელია, „მოლოტოვის კოქტეილების“ საშუალებით, სამართალდამცავებისათვის ცეცხლის წაკიდებისა და პარლამენტის შენობაში ხანძრის გაჩენის მცდელობით, ეს სრულიად მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რაც გუშინ ვიხილეთ, როდესაც აქციაზე ლოცვასთან ერთად ისმოდა მოქალაქეებისადმი მუქარა", - წერია განცხადებაში.

14 მარტს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" მოწოდებით რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ მსვლელობა მოაწყვეს თბილისის ქუჩებში და ბოლოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივიდნენ.

მათ იქ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დემონსტრაციულად დაწვეს. ამის შემდეგ მუხლი მოიდრიკეს და დაიწყეს ლოცვა.

ამ საქმეზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.

პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა დააბრუნეს. იგი სამართალდამცავებმა აღმართეს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ზღაპარი სიკეთისა და ბოროტებისა ანუ
მზეონას თავგადასავალი-ასე ჰქვია მიუზიკლს, რომელიც მეექვსე საჯარო
სკოლის მოსწავლეებმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში
წარმოადგინეს.
15:38 / 09.06.2023
ზღაპარი სიკეთისა და ბოროტებისა ანუ მზეონას თავგადასავალი-ასე ჰქვია მიუზიკლს, რომელიც მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კულტურისა და ხელოვნების ცენტრში წარმოადგინეს.
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა
წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი
დააზარალა.
15:11 / 06.06.2023
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი დააზარალა.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში
09:45 / 06.06.2023
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოსპიტლის ექიმი, ზაზა მოსეშვილი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების
დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო
ბატალიონმა
14:08 / 04.06.2023
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა
დღეს, ტრადიციულად, საქართველოს
ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება
12:06 / 04.06.2023
დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება
ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.