თურქეთში მიწისძვრას 48 000 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ
ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად
გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია.
"დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი
ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა. ასობით ქვეყანამ
გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა მაშველები. ძალიან მადლობელი
ვარ მათი"-აღნიშნა ერდოღანმა.