ახალი ამბები
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რკინის ჯებირი მოანგრიეს
საქართველოს პარლამენტთან, იქ სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირები მოანგრიეს. პოლიცია მათ დაშლას წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით ცდილობს. არიან დაშავებულები.

სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც".

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.

სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს, გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.

ცნობისთვის, დღეს, 7 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს მხარი 76–მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 კი წინააღმდეგი იყო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს.

ამერიკის საელჩომ ამ მოვლენას საქართველოს დემოკრატიის შავი დღე უწოდა. მათი თქმით, ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.

პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. სამართალდამცავებმა რამდენიმე მოქალაქე დააკავეს, მათ შორის "გირჩის" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე.




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ავტოსადგურებს სერტიფიცირება
მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება
საჭირო.
14:02 / 08.12.2023
ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით 86% - ით გაიზარდა ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის
სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი.
12:16 / 08.12.2023
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86% - ით გაიზარდა ნოემბერში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი.
2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20
დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის
ტრასების სააგენტო ავრცელებს.
12:48 / 07.12.2023
2023-2024 წლის ზამთრის სეზონი 20 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.
აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება - პეტიციით საქართველოს მთავრობას
და პარლამენტს მიმართავენ.
19:09 / 06.12.2023
აიკრძალოს პიროტექნიკის გამოყენება - პეტიციით საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მიმართავენ.


საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ,,ბორჯომი’’ 1931 წლიდან გამოდის და
ადგილობრივებს ყოველკვირეულად აცნობს მუნიციპალიტეტის ახალ
ამბებს.
14:59 / 06.12.2023


საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ,,ბორჯომი’’ 1931 წლიდან გამოდის და ადგილობრივებს ყოველკვირეულად აცნობს მუნიციპალიტეტის ახალ ამბებს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
ორი წელი თვითმმართველობის არჩევნებიდან, რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ორი წლის განმავლობაში ბორჯომში, რას ითხოვს ხალხი და რას პასუხობს ადგილობრივი ხელისუფლება.
33 სოფელი ბორჯომში და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 1 200 000 ლარი.
დღის ამბები
ყინულის მოედანი თუ საბავშვო ბაღი ბაკურიანში -არჩევანი ბაღის სასარგებლოდ;
დეპუტატის ცვლილება და სამსახურების ანგარიშები ბორჯომის საკრებულოში;
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.