ახალი ამბები
საქართველოს ახლადარჩეული სახალხო დამცველის მოწოდებები შსს-ს და აქციის მონაწილეებს
საქართველოს ახლადარჩეული სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციას. ის განცხადებას საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

"შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს.

პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს"
- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა
წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი
დააზარალა.
15:11 / 06.06.2023
გუშინ, 5 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და უხვმა ნალექმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი დვირი დააზარალა.
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში
09:45 / 06.06.2023
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში "გოლიათი" ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოსპიტლის ექიმი, ზაზა მოსეშვილი ავრცელებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების
დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო
ბატალიონმა
14:08 / 04.06.2023
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის 61-ე საარტილერიო ბატალიონმა
დღეს, ტრადიციულად, საქართველოს
ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება
12:06 / 04.06.2023
დღეს, ტრადიციულად, საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება
დღეს 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის
დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები ბორჯომის
ცენტრალური- ისტორიულ პარკში გაიმართა.
17:26 / 01.06.2023

დღეს 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებები ბორჯომის ცენტრალური- ისტორიულ პარკში გაიმართა.

ინტერაქტივი
რა უნდა ვიცოდეთ, თუ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მშენებლობას გადავწყვეტთ?
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
დღის ამბები
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბორჯომში აღნიშნეს;
რას ფიქრობენ ბორჯომში რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე და ფრენების აღდგენაზე;
«« ივნისი 2023 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.