აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
პარლამენტის შესასვლელებთან
სპეციალური დანიშნულების რაზმი და პოლიციაა განლაგებული.
აქციის მონაწილეების წინააღმდეგ
ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ადგილზე მდგომარეობა პერიოდულად
იძაბება. სპეცრაზმელები აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევენ
პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლონ. აქციაზე გამოჩნდა
წყლის ჭავლის მანქანა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ
მოუწოდებენ.