„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
76 მომხრე და 13 წინააღმდეგი.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პროექტის განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
რაც შეეხება ე.წ. აგენტების შესახებ მეორე კანონპროექტს - „უცხოელი
აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, ის პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე
არ განუხილავთ, შესაბამისად მისი კენჭისყრა ვერ შედგა.