ახალი ამბები
"7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა. რა სიმბოლურია ამ ბოროტი კანონპროექტის განხილვა ასეთ მნიშვნელოვან დღეს" - ლანა ჩხარტიშვილი
7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა. არასამთავრობო ორგანიზაცია "მინდორის" დამფუძნებელი და დირექტორი ლანა ჩხარტიშვილი ამ დღეს, რუსული კანონპროექტის განხილვას უკავშირებს და ამბობს, რომ პარლამენტში ახლა რუსული მომავალი იქმენა.

"ევროპა ჩვენი არჩევანია!

ქართველ ხალხს ვერ მოგვატყუებთ! საზოგადოება კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს და ვისაც კიდევ ეჭვი გეპარებათ ამ კანონის ბოროტებაში ეს სიტყვები წაიკითხეთ: ,,...კიდევ ერთხელ მოგვატყუეს (რუსებმა) მოატყუეს მთელი ქართველი ხალხი... და თუ სიკვდილი გვიწერია არც ესაა პრობლემა..." - ეს ჟიული შარტავას სიტყვებია სოხუმის დაცემადე ცოტა ხნით ადრე თქმული...


7 მარტი ჟიული შარტავას დაბადების დღეა.

რა სიმბოლურია ამ ბოროტი კანონპროექტის განხილვა ასეთ მნიშვნელოვან დღეს რომ ემთხვევა და თან რა ფორმით, სამართალდამცავები ყველა კუთხეში და კუნჭულში, თითქოს დამნაშავეები იყვნენ ის ახალგაზრდები, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც მართლა დღე და ღამე შრომობენ და იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დასაცავად.

მართლა რა სევდიანია ვუყურო პარლამენტის შენობას და მის საქმიანობას ამ ფორმით, როცა ერთ დროს როდესაც მე ვმუშაობდი საკანონმდებლო ორგანოში ღია და გამჭვირვალე პარლამენტი მართლაც რომ თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტს წარმოადგენდა.

დღეს ჩემი შვილი მეკითხება დე ამდენი ფორმიანი რა საჭიროა პარლამენტშიო, მე როცა მოვდიოდი სკოლიდან პარლამენტში რა მარტივი იყო შემოსვლაო და იმ ლამაზი დარბაზების თვალიერება ისტორიაზე რომ გველაპარაკება ყველა კედელიო, ხოდა როგორ უნდა ჩავხედოთ შვილებს თვალებში და ვუთხრათ ახლა პარლამენტში რუსულ მომავალს ქმნიან და კარებებიც იმიტომ არის ასე საგულდაგულოდ გადაკეტილითქო. ცუდია, ძალიან ცუდი რაც დღეს ხდება თანამედროვე და თავისუფალი საქართველოს ისტორიაში. მე როგორც საქართველოს ერთ რიგით მოქალაქეს ძალიან მრცხვენია და არაფერში მჭირდება ეს ბოროტი რუსული კანონი…" - ამბობს ლანა ჩხარტიშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
20:43 / 28.09.2023
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის
ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს
წევრებთან.
17:41 / 27.09.2023
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს წევრებთან.
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი,
მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი
ცენტრალური მაგისტრალი.
15:50 / 19.09.2023
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი, მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის
მიმართ დაიწყო.
10:21 / 19.09.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში
გაემგზავრა.
09:52 / 16.09.2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.