სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩიეს
96 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის
კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
იოსელიანს სახალხო დამცველად 6 წლის
ვადით აირჩიეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე
შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება
მიღებისთანავე.