“შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს“-საფეხბურთო კლუბი „გაგრა“
საფეხბურთო კლუბის, „დინამო თბილისის
შემდეგ“ საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერს საფეხბურთო კლუბი
„გაგრა“.
“შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს.
რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის
მძიმე ტვირთი.
რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.
რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს
სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.
რადგან თავად საქართველოა ევროპა”- ნათქვამია საფეხბურთო
კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.