ახალი ამბები
15 თებერვალს ბორჯომში სკოლა-ბიზნესის ფორუმი გაიმართება
15 თებერვალს, 15:00 სთ-ზე, სასტუმრო
ბორჯომი ლიკანში გაიმართება სკოლა-ბიზნესის ფორუმი სამცხე-ჯავახეთის
მასშტაბით.
ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები
გაეცნობიან მოსწავლეების მიერ შექმნილ 15 პროექტს, რომლებიც მიზნად
ისახავენ სხვადასხვა სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემის
მოგვარებას. მოზარდები საკუთარ ხედვას გაუზიარებენ ბიზნესსექტორის
წარმომადგენლებს, რათა იპოვონ მსგავსი საკითხებით დაინტერესებული
კომპანიები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტების განხორციელებაში.
ამავდროულად, სკოლა-ბიზნესის ფორუმზე მოსწავლეებს სტაჟირების
შესაძლებლობებს შესთავაზებენ კომპანიები: „მატყლის სახლი“, „მე-9
არხი“, „ფრეკო“, „მრავალპროფილური მომსახურების ცენტრი“ და სარეკლამო
კომპანია „ლუჩია“.
ღონისძიებას გახსნის USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის
დირექტორი მარინა უშვერიძე. ასევე, ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ
მინერალური წყალი „ბორჯომის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
ნანიკო კუპრაშვილი, „ნათენაძის მარანის“ დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე
და „შ.პ.ს. ეს ელ კომპანის“ დირექტორი ლალი სამსონიძე-მელიქიძე.
სკოლა-ბიზნესის ფორუმი ტარდება USAID-ის სამოქალაქო განათლების
პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია PH International
ახორციელებს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში
პროგრამის პარტნიორია „ახალციხის ახალგაზრდული ცენტი“.
გააზიარეთ :