ახალი ამბები
"ვწყვეტთ საინფორმაციო საქმიანობას" - ფინანსური პრობლემები რეგიონულ მედიაში
დღეიდან, საინფორმაციო საქმიანობებს წყვეტს ორი რეგიონული მედია. ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია TV 4 და livepress.ge. სპეციალური განცხადებები მედია საშუალებებმა თავიანთ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.


"დღეს,12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ფუნქციონირებას წყვეტს. განსაკუთრებული მადლობა მკითხველს ნდობისთვის, ერთგულებისთვის, კრიტიკისთვისაც. მადლობა "ლაივპრესის" ყველა თანამშრომელს, ვისაც კი რედაქციაში სხვადასხვა დროს უმუშავია. მადლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციას, საელჩოებს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისთვის. მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომელმაც რამდენჯერმე მოგვცა შესაძლებლობა, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისთვის. დღეიდან ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" აღარ განახლდება და ვებგვერდიც მოკლე პერიოდში გაითიშება" - აღნიშნულია Livepress-ის განცხადებაში.


"დღეს, 25 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ჩვენ გვიწევს ტელე-რადიო კომპანიის საინფორმაციო გამოშვების შეჩერება და ამით, ინფორმაციის გარეშე დარჩება ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. 2023 წლის 1 თებერვლიდან TV4-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ვეღარ გავა. ქალაქი და რეგიონი ერთადერთი რეგიონალური ტელეკომპანიის გარეშე რჩება . მადლობას მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი. მთავარი მიზეზი ფინანსებია, რომელიც ტელეკომპანიას ხელოვნურად შეუმცირდა . რეგიონალურ ტელეკომპანიებს სახელმწიფომ შეუზღუდა რიგი რეკლამები, საზოგადოებრივ ტელევიზიას მისცა რეკლამის გაყიდვის უფლება, რამაც შესაბამისად, კიდევ უფრო შეამცირა შემოსავალი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქვემო ქართლის სამხარეეო ადმინისტრაციას და ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელებს რადგან სწორედ მათი მოღვაწეობის პერიოდში დაფიქსირდა რეგიონის საინფორმაციო გამოშვების შეჩერების ფაქტი . ჩვენ ვაჩერებთ საინფორმაციოს! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია, დაგემშვიდობოთ" - ნათქვამის TV4-ის განცხადებაში.


ორი რეგიონული მედიის საინფორმაციო საქმიანობის შეწყვეტას, საკუთარ Facebook გვერდზე გამოეხმაურა, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი.


"მიმდინარე კვირაში უკვე მეორე განცხადებაა ადგილობრივი რეგიონული მედიიდან - მრავალწლიანი ფუნქციონირების შემდეგ მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს მედიებს არავინ ხურავს, თავად იხურებიან. მოგუდეს და გაიგუდნენ" - წერს ნათია კუპრაშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
08:09 / 25.11.2024
მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.