ახალი ამბები
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2023“ იწყება - ბორჯომში სად და როდის გაიმართება შეხვედრები
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 13-დან 22 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

შეხვედრები 13 თებერვალს სოფელ ყვიბისიდან და დაბა ახალდაბიდან დაიწყება.

14 თებერვალს პრიორიტეტების გამოვლენა მოხდება რველში, კორტანეთში, ზანავში, ბეშეთში და ვარდგინეთში.

15 თებერვალს შეხვედრები გაიმართება შემდეგ სოფლებში: სადგერში, ტბაზე, ლიბანში, ცემში.

16 თებერვალს კი სოფელ დაბაში, მზეთამზესა და ტიმოთესუბანში.

ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის გამოსავლენად, 17 თებერვალს შეხვედრები გაიმართება სოფელ ლარებში, ჩითახევში, ქვაბისხევში, ჭობისხევში და დვირში.


რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 20 თებერვლიდან გაგრძელდება.

ამ დღეს შეხვედრები, დგვარში, საკირესა და ტაძრისში გაიმართება.

21 თებერვალს შეხვედრები გაგრძელდება ბაკურიანში, დიდ და პატარა მიტარბში, თორში, ანდეზიტში და ციხისჯვარში.

22 თებერვალს კი შეხვედრების სერიები ბორჯომის ყველაზე მაღალმთიან ზონაში დასრულდება: ტაბაწყურში, ბალანთაში, მოლითსა და ჭიხარულაში.


პროგრამის განსახორციელებლად, მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 436 000 ლარი გამოეყო. ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 872 000 ლარი. თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო.


დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივი მაცხოვრებლები საერთო კრებებზე ან საკონსულტაციო შეხვედრებზე, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
საქართველოში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობს.
15:34 / 23.03.2023
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობს.
საქართველოში მოქმედი 16
არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ევროკომისარს სამეზობლო
პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის და სთხოვს,
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ
შუალედური შეფასება საჯარო იყოს.
10:37 / 23.03.2023
საქართველოში მოქმედი 16 არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ოლივერ ვარჰეის და სთხოვს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს შესახებ შუალედური შეფასება საჯარო იყოს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტი აცხადებს
ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიღებას. აპლიკაციების გაგზავნა 21
მარტის ჩათვლით იყო შესაძლებელი, თუმცა ვადა გახანგრძლივდა და
მსურველებს ელექტრონული განაცხადის შევსება 3 აპრილს, 18:00 საათამდე
შეეძლებათ.
08:54 / 23.03.2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტი აცხადებს ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიღებას. აპლიკაციების გაგზავნა 21 მარტის ჩათვლით იყო შესაძლებელი, თუმცა ვადა გახანგრძლივდა და მსურველებს ელექტრონული განაცხადის შევსება 3 აპრილს, 18:00 საათამდე შეეძლებათ.
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს
განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების
(ექაუნთების) მხრიდან, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და
განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში
შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია
„ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას.
15:41 / 22.03.2023
კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყალბი ანგარიშების (ექაუნთების) მხრიდან, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია, ვიდეოები და განცხადებები, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და რომლის საშუალებითაც ადამიანებს სთავაზობენ კომპანია „ბორჯომში“ თანხის ინვესტირებას.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის
საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე,
15:28 / 22.03.2023
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) -ახალციხის საავტომობილო გზის 86-ე კმ-ზე,
ინტერაქტივი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
კარდიოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტები, ახალშობილები, მრავალშვილიანები, პენსიონერები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები - ვის ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის განახლებული სოციალური პროგრამები.
დღის ამბები
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
ომის 365 დღე - რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთი წელი გავიდა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.