ახალი ამბები
„ვოლტის“ კურიერი 9 თვეა კომაშია - ოჯახი დახმარებას ითხოვს
„ვოლტის“ კურიერი, 26 წლის ლევან მძევაშვილი უკვე 9 თვეა უგონო მდგომარეობაშია. 31 მარტს, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მან მძიმე დაზიანება მიიღო. აღენიშნება ქალაფუძის მოტეხილობა, გულის აორტის დაზიანება. მკურნალობას გადიოდა, როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. მას ასევე ჩაუტარდა ოპერაცია. ახლა მკურნალობა სახლში უტარდება. ოჯახი დახმარებას ითხოვს.


„ლევანს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მოუვიდა ავტოსაგზაო შემთხვევა და მას შემდეგ რთულად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ ეტაპზე საქართველოში გავდივართ მკურნალობას სახლში გვყავს. ორ თვე ნახევარი თბილისში ვაკეში ხეჩინაშვილის კლინიკაში გავდიოდით მკურნალობას. ხეჩინაშვილის კლინიკიდან, პირდაპირ თურქეთში BHT clinicashi ერთი თვე ვმკურნალობდით. თურქქეთიდან დაბრუნების შემდეგ ისევ თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში ვიყავით თვენახევარი. ნოემებრის თვეში გაუკეთდა თავზე ოპერაცია ამერიკულ ჰოსპიტალში. თავის ქალა ჰქონდა ახდილი ორივე მხარეს. ძვლები ამოღებული და სავალდებულოდ საჭირო ოპერაცია გაუკეთდა. ნოემბრის მერე სახლში ვაგრძელებთ მკურნალობას. 10 თვე გახდა უკვე რაც მღვიძარე კომაში იმყოფება. თვალები აქვს გახელილი, მაგრამ ვერავის ვერ გვცნობს, ვერ მოძრაობს, ვერ ლარაპარაკობს, კომაშია. ანუ ყოვლდღიურად სჭირდება მასაჟი, რეაბილიტაცია, ნერვოლოგი, რეანიმატოლოგი, მედიკამენტები და ა.შ. რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. რაც გასაყიდი გვქონდა გავყიდეთ და ფინანსურად მეტი საშუალება აღარ გვაქვს. გთხოვთ, დავუდგეთ ლევანს გვერდით, რათა გააგრძელოს სახლში რეაბილიტაცია და მკურნალობა დავეხმაროთ გამოჯანმრთელებაში, დავუბრუნუთ მამიკო პატარებს, რომლებიც ელოდებიან როდის ეთამაშება მამიკო ისევ მათ“ - გვეუბნება ლევანის მეუღლე, ლეილა ცქვიტიშვილი.


ლევან მძევაშვილს, დედა, მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ლევან მძევაშვილის დასახმარებლად, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ ანგარიშის ნომრებზე შეუძლიათ:
GE94BG0000000538915307 ლეილა ცქვიტიშვილი
GE56TB7152845064300025 ელზა მძევაშვილი


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი
თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში
სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება.



კაშხლიდან წყალი გამოდის და შენობების უმრავლესობა უკვე დაიტბორა.

გიგანტური კაშხლის პროექტის მიხედვით, რეგიონში 19 სოფელი და
იუსუფელის ცენტრი წყლით დაიფარება.

ქალაქის დატბორილი ნაწილის სანაცვლოდ ააშენეს ახალი უბანი, „ახალი
იუსუფელი“, სადაც აქ მცხოვრები მოსახლეობა გადავიდა საცხოვრებლად.

კაშხალი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს
დაიწყებს.

კაშხალი ოფიციალურად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 2022
წლის ნოემბერში გახსნა. მან თქვა, რომ იუსუფელებმა დატოვეს სახლები,
სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, სამუშაო ადგილები და წარსული, რომ
ქვეყნის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი.

სოციალურ ქსელებში იუსუფელის დატბორვის ამსახველი არაერთი ფოტო
ვრცელდება.

თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი
„იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში გაიხსნა.

წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის
სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ
კუბურ მეტრს შეადგენს.

წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით
2012 წლიდან მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ახალი ჰესი გამოიმუშავებს 1,9 მილიარდ კვტ/სთ
ენერგიას, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს – 5 მილიარდ ლირას
მოუტანს.

წყარო-ბათუმელები
15:47 / 31.03.2023
თურქეთში, ართვინის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქი იუსუფელი თანდათან ქრება. დასახლება, რომელიც თურქეთის უდიდესი, მსოფლიოში სიდიდით მეხუთე კაშხლის ქვეშ მდებარეობს, წყლით იფარება.



კაშხლიდან წყალი გამოდის და შენობების უმრავლესობა უკვე დაიტბორა.

გიგანტური კაშხლის პროექტის მიხედვით, რეგიონში 19 სოფელი და იუსუფელის ცენტრი წყლით დაიფარება.

ქალაქის დატბორილი ნაწილის სანაცვლოდ ააშენეს ახალი უბანი, „ახალი იუსუფელი“, სადაც აქ მცხოვრები მოსახლეობა გადავიდა საცხოვრებლად.

კაშხალი ელექტროენერგიის გამომუშავებას 2023 წლის 29 მაისს დაიწყებს.

კაშხალი ოფიციალურად თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა 2022 წლის ნოემბერში გახსნა. მან თქვა, რომ იუსუფელებმა დატოვეს სახლები, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ, სამუშაო ადგილები და წარსული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის შეეწყოთ ხელი.

სოციალურ ქსელებში იუსუფელის დატბორვის ამსახველი არაერთი ფოტო ვრცელდება.

თურქეთის ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ გასული წლის ნოემბერში გაიხსნა.

წყალსაცავის კაშხლის სიმაღლე 275 მეტრია, რაც ასსართულიანი შენობის სიმაღლეს შეესაბამება. წყლის საერთო მოცულობა 2 მილიარდ 130 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან 70 კილომეტრის დაშორებით 2012 წლიდან მიმდინარეობს.

მედიის ცნობით, ახალი ჰესი გამოიმუშავებს 1,9 მილიარდ კვტ/სთ ენერგიას, რაც თურქეთს წლიურ შემოსავალს – 5 მილიარდ ლირას მოუტანს.

წყარო-ბათუმელები
დღეს ბორჯომში ,,აწარმოე
საქართველოს’’ პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვადრა გაიმართა
.
15:28 / 31.03.2023
დღეს ბორჯომში ,,აწარმოე საქართველოს’’ პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვადრა გაიმართა .
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას
მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ
ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინა,
ვერც გონიერება და ვერც ისტორიული სოლიდარობა.
14:49 / 31.03.2023
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას მთავრობისა და პარლამენტის დეპუტატებს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უკრაინასთან მიმართებაში ვერც დიპლომატია გამოიჩინა, ვერც გონიერება და ვერც ისტორიული სოლიდარობა.
იოსებ აბულაძეს გულის
ტრანსპლანტაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება.
09:05 / 31.03.2023
იოსებ აბულაძეს გულის ტრანსპლანტაციისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება.
საქართველოს პროკურატურის გენერალური
ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით,
თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს,
16:10 / 30.03.2023
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს,
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.