ახალი ამბები
თბილისიდან ამერიკაში ფრენების დაწყებას ივნისში ვაპირებთ - გიორგი კოდუა
„ამერიკის მიმართულებით ფრენების დაწყებას ივნისში ვგეგმავთ“, - ამის შესახებ BMG-ს „ეარ ჯორჯიაში“ განუცხადეს. გიორგი კოდუას თქმით, შესაძლოა, კომპანიამ ევროპული დროშის ქვეშ იფრინოს.

საქმე ისაა, რომ „ეარ ჯორჯია“ უკვე წელიწადზე მეტია თბილისი-ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დასაწყებად ნებართვას ელის. მისი თქმით, დასტური სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უნდა გასცეს, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.

''საქართველოს ხელისუფლებას მივმართეთ, რომ მზად ვართ ფრენები დავიწყოთ. დარჩენილია პროცედურა, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამერიკული სტანდარტები დანერგოს. ამას თავად აშშ ითხოვს. ჩვენ ახლა ევროპული რეგულაციებით ვოპერირებთ“, -აცხადებს „ეარ ჯორჯიას“ დირექტორი, გიორგი კოდუა.

ამასთან, კოდუა აღნიშნავს, რომ კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს პორტუგალიურ კომპანიასთან, რათა რეისები ევროპული კომპანიის ქვეშ დაიწყოს. შესაბამისად, კომპანიაში ელიან, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი ივნისში განხორციელდება.

"თუ ევროპის დროშის ქვეშ დავიწყებთ ოპერირებას, პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას არ დაეკისრება. ეს უფრო ძვირი გამოდის, ამიტომ ევროპულ კომპანიასთან ფასებზე მოლაპარაკებები მიდის. ქართული დროშის ქვეშ ფრენების შემთხვევაში, ბილეთების ფასი 950 დოლარიდან 1000 დოლარამდე იქნება, ევროპული დროშის ქვეშ კი 1200 დოლარიდან 1300 დოლარამდე. უნდა გავიგოთ, შეუძლია თუ არა საზოგადოებას ამ თანხის გადახდა'',-აცხადებს გიორგი კოდუა.

კითხვაზე, როგორ განხორციელდება ფრენები, გიორგი კოდუა აცხადებს: „ორი ვარიანტი გვაქვს: თბილისი-ნიუ-იორკი ან თბილისი-ბრიუსელი-ნიუ-იორკი“.


წყარო: BM.GE
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.