საგარეჯოში დაღუპული პოლიციელი ოთარ ღვინიაშვილია
წუხელ პროფესიული მოვალეობის
შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი 37 წლის ოთარ ღვინაშვილია.
ის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს
უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი იყო.
"ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი
საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე
კოლეგასთან ერთად გამოცხადდა.
თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი
გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი,
ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა", - წერია შსს-ს
განცხადებაში.
საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, 4
მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი.
სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის
სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება.