ახალი ამბები
ბორჯომელი მოზარდები სპორტის სახეობებს უფასოდ ეუფლებიან
ბორჯომელი მოზარდები სპორტის
სხვადასხვა სახეობას წელსაც უფასოდ დაეუფლებიან.
ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის ინდივიდუალური სახეობების
განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია
სასპორტო სკოლას 2023 წელს სრულად დააფინანსებს.
ბორჯომის სასპორტო სკოლაში 20 სახეობის (14 ზაფხულის და 6 ზამთრის)
სპორტული წრე ფუნქციონირებს.
750-მდე ახალგაზრდას შესაძლებლობა აქვს, რომ უსასყიდლოდ დაეუფლონ
სპორტის შემდეგ სახეობას:
ზაფხულის სახეობები:
- ფეხბურთი;
- ბერძნულ-რომაული
ჭიდაობა;
- რაგბი;
- კარატე;
- ჭადრაკი;
- კალათბურთი;
- მძლეოსნობა;
- ძიუდო;
- კრივი;
- კიკ-ბოქსინგი;
- ტაე-კვონდო;
- მკლავჭიდი;
- მაგიდის ჩოგბურთი;
- საერთო ფიზიკური
მომზადება.
ზამთრის სახეობები:
- სამთო-სათხილამურო;
- საციგაო;
- ბიათლონი;
- ტრამპლინიდან თხილამურებით
ხტომა;
- ყინულის ჰოკეი;
- სკი-კროსი.
გააზიარეთ :