ახალი ამბები
ლიკანში, დევნილების კორპუსში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ლიკანში, დევნილების კორპუსში 8 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ფართი დაიწვა. მიყენებულ ზარალს აუდიტის სამსახური სწავლობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტელეკომპანია "ბორჯომს" განუცხადეს, რომ დასკვნის მომზადების შემდეგ გაირკვევა რა სახის დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულს.

„მიმდინარეობს ზარალის დათვლა. საქმეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურიც სწავლობს. დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გარკვეულ დახმარებას გაუწევს, ჩვენი აუდიტის სამსახურიც გააკეთებს დასკვნას რა ზიანი იქნა მიყენებული და ამის მიხედვით გადავწყვეტთ დახმარების საკითხს. დაზარალებული ამ დროისთვის ნათესავთან ცხოვრობს და არ საჭიროებს ქირით გაყვანას" - განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.

დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები ლიკანში 10 იანვარს იმყოფებოდნენ. ოთარ არბოლიშვილი განმარტავს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში კომპენსაციის მინიმალური ან მაქსიმალური ზღვარი არ არის განსაზღვრული და კომპენსაციის ოდენობა ინდივიდუალური შემთხვევის შესწავლის შემდეგ დგინდება.

შეგახსენებთ, ლიკანში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 8 იანვარს გაჩნდა. დაიწვა საცხოვრებელი ფართი, ავეჯით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. რამ გამოიწვია ხანძრის გაჩენა, ამას გამოძიება დაადგენს.





ამავე თემაზე:

ბორჯომში დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი ფართი დაიწვა
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
08:09 / 25.11.2024
მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.