სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ
სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ თავდაცვის
უწყებაში გაივლიან.
„სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოქალაქეები მხოლოდ
თავდაცვის უწყებაში გაივლიან. აქამდე როგორც იცით სხვადასხვა უწყებაში
იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური. შესაბამისად, ამ წესის შეცვლის
გადაწყვეტილება მივიღეთ და სავალდებულო სამხედრო სამსახური გადავა
მთლიანად თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
პროგრამა იქნება 6-თვიანი, 8-თვიანი და 11-თვიანი იმის მიხედვით ვინ
როგორ კარიერას ირჩევს შემდგომში. მინიმუმ იქნება 6 თვიანი პროგრამა.
ეს არ იქნება უბრალოდ თეორიული სწავლება, ეს იქნება ინტენსიური
საბრძოლო/სამხედრო მომზადება. ამ პროგრამის დამთავრების შემდეგ პირს
ექნება მოხდილი სამხედრო სავალდებულო სამსახური და მიენიჭება რიგითის
წოდება“-განაცხადა ღარიბაშვილმა.