ახალი ამბები
კორუფციის რისკები აბასთუმანში-კვლევა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" კვლევას აქვეყნებს, სადაც წერია, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს და როგორ სწრაფად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წარმართავს სახელმწიფო მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს საამისოდ.

გაბიძინა ივანიშვილი აბასთუმნით 2018 წლის აგვისტოში დაინტერესდა, როცა ის მმართველი პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო.ივანიშვილმა განაცხადა, რომ “აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში” და ამის შემდეგ, კურორტი პრიორიტეტული გახდა სახელმწიფოსთვის. “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევამ აბასთუმნის მაგალითზე წარმოაჩინა, თუ როგორ იყენებს ბიძინა ივანიშვილი მთელ რიგ სახელმწიფო ინსტიტუციებს იმ გარემოს გასაუმჯობესებლად, სადაც საკუთარ ბიზნესპროექტებს ახორციელებს და როგორ სწრაფად და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე წარმართავს სახელმწიფო მნიშვნელოვან საბიუჯეტო რესურსებს საამისოდ.

ბოლო 4 წელიწადში სახელმწიფომ აბასთუმანში 20-ჯერ მეტი მიწა გაყიდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში. პრივატიზებული ფართობის 91,7% „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა სუბიექტებმა იყიდეს, 81.1% კი - პირადად ბიძინა ივანიშვილმა და მასთან დაკავშირებულმა პირებმა.

მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აბასთუმანში მას შემდეგ დაიწყო, რაც კურორტით საკუთარი ეკონომიკური დაინტერესება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა. 2018 წლის აგვისტოდან დღემდე 6-მა საჯარო უწყებამ აბასთუმნის განვითარებისთვის დახარჯა 249,920,551 ლარი, თითქმის 14-ჯერ მეტი, ვიდრე 2012-2018 წლებში. ამ თანხის 83.1% „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს, მმართველი პარტიის ანგარიშზე 1,276,000 ლარი აქვთ შეტანილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ 2012 წლიდან დღემდე აბასთუმანში პრივატიზებული ქონება და 6 სახელმწიფო უწყების - მუნიციპალური განვითარების ფონდის, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის - სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა. ჩვენ სახელმწიფო შესყიდვების იმ ხელშეკრულებებით ვიხელმძღვანელეთ, რომლებშიც თანხა კონკრეტულად აბასთუმნისთვის იყო გაწერილი. შესაბამისად, კვლევაში ვერ მოხვდებოდა ის შესყიდვები, რომლებიც საერთო საჭიროებისთვის გაფორმდა, თუმცა, კონკრეტული ლოკაცია არ იყო მითითებული.

ძირითადი მიგნებები


• 2012 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, აბასთუმანში სახელმწიფომ 67,790 კვ.მ. მიწა გაყიდა. ეს ფართობი ჯამში 26 სუბიექტმა შეიძინა 8,693,501 ლარად. გაყიდული ფართის 95,3% - 64,649 კვ.მ. ბოლო 4 წელიწადში 18 სუბიექტზე გასხვისდა. ჯამში, მათ 8,392,301 ლარი გადაიხადეს.

• 18 სუბიექტიდან, რომლებმაც 2018 წლის აგვისტოდან შეიძინეს მიწა აბასთუმანში, 14 „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული. მათ ჯამში 59,276 კვ.მ. ფართობი 7,490,400 ლარად იყიდეს[1]. აქედან, 9 სუბიექტი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული - მათ ჯამში, 52,443 კვ.მ. მიწა 6,417,200 ლარად შეიძინეს.

• 2012-2022 წლებში, 6-მა სახელმწიფო უწყებამ, აბასთუმანში, როგორც კურორტზე ასევე, სოფელში, ჯამში, 177 სახელმწიფო შესყიდვა გამოაცხადა და მათზე 267,490,306 ლარი დახარჯა. ამ თანხის 93.4% - 249,920,551 ლარი 2018 წლის აგვისტოდან დღემდე დაიხარჯა, ანუ მას შემდეგ, რაც აბასთუმნით ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

• 2018-2022 წლებში აბასთუმანში სახელმწიფო შესყიდვებით გახარჯული თანხის 83,1% - 207,720,451 ლარი „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ, სხვადასხვა დროს მმართველ პარტიას 1,276,000 ლარი შეწირეს.

• 2018 წლის აგვისტოდან დღემდე აბასთუმანში განხორციელებული საჯარო შესყიდვებიდან 145,101,148 ლარი, ანუ მთლიანად გახარჯული თანხის 58,1%, “ქართული ოცნების” შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა უკონკურენტოდ და სხვა პრეტენდენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მიიღეს.

• მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან აბასთუმნის ტენდერებში ყველაზე მეტი თანხა შპს „არალმა“ და შპს „ჯეუ გრუპმა“ მიიღეს, ჯამში - 140,492,444 ლარი.

• 2018-2022 წლებში, ყველაზე მეტი თანხა - 150,968,119 ლარი, 16 შესყიდვით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოყო. ყველაზე ნაკლები კი - 126,697 ლარი 2 შესყიდვით - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ.

• ყველა უწყებამ, გარდა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიისა, ბოლო ოთხწელიწადნახევარში იმაზე მეტი დახარჯა, ვიდრე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველ 6 წელიწადში.

• 2012 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე 5 სახელმწიფო უწყებას სულ 110 სახელმწიფო შესყიდვით 17,569,755 ლარი ჰქონდა დახარჯული. აქედან, 15 სახელმწიფო შესყიდვის 7,302,165 ლარის ჯამური ღირებულების კონტრაქტები „ქართული ოცნების“ შემწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მიიღეს. მათ მმართველ პარტიას, სხვადასხვა დროს ჯამში 220 000 ლარი შეწირეს.

ვრცლად ნახეთ: https://bit.ly/3PaTa97


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე
პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
09:53 / 24.11.2024
არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე პოლუსის“ ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემებით,
23 ნოემბერს, საქართველოს
მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
აღნიშავს.
09:36 / 23.11.2024
23 ნოემბერს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშავს.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.