გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება
2023 წლის 1-ელი იანვრიდან,
გამონაბოლქვზე ავტომობილის შემოწმების კრიტერიუმი მკაცრდება. კერძოდ,
2020 წლის 1-ელ აპრილამდე რეგისტრირებული,
ბენზინზე მომუშავე ავტომობილებისთვის
გამონაბოლქვის (CO) ნორმა 0.6%-დან 0.55%-მდე მცირდება.
აღნიშნულის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე
გიორგი შიოლაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი ცვლილება ტექნიკურ რეგლამენტში უკვე შესულია
და ის 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.
„ცვლილება ეხება ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილებს,
რომლებიც ქვეყანაში 2020 წლის 1-ელ აპრილამდე დარეგისტრირდნენ. აქამდე
ნორმა იყო 0.6%, ეს მკაცრდება და ხდება 0.55%, როგორც მაღალ ბრუნზე,
ასევე უქმ სვლაზე“, - განაცხადა გიორგი შიოლაშვილმა.
წყარო: ipn.ge