ახალი ამბები
რომელი პროდუქტები გაიაფდა ნოემბერში
მსოფლიოში მიმდინარე ინფლაციური პროცესები, ცხადია, რომ იმპორტდამოკიდებულ საქართველოზეც აისახება. შესაბამისად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქვეყანაში საკვები პროდუქტი პერმანენტულად ძვირდება. იმ პროდუქტების ჩამონათვალი კი, რაზეც ფასები იკლებს, მცირდება. მაგალითად, თუ ერთი წლის წინ ან კიდევ უფრო ადრე სტატისტიკურ ჩამონათვალში გაიაფებული საქონლის რაოდენობა 10-ს აღემატებოდა, ბოლო თვეების განმავლობაში ფაქტობრივად, ფასები მხოლოდ 4-5 პროდუქტზე მცირდება.

2022 წლის ნოემბერშიც საქართველოში მხოლოდ 5 საკვები პროდუქტი გაიაფდა. უფრო კონკრეტულად:

• ქლიავი - 26,37%-ით გაიაფდა
• ყურძენი - 18,59%-ით გაიაფდა
• კომბოსტო - 13,76%-ით გაიაფდა
• ნიორი - 6,90%-ით გაიაფდა
• ბადრიჯანი - 0,93%-ით გაიაფდა

ცნობისათვის, 2022 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.4 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

წყარო: bpn.ge.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პროკურატურის გენერალური
ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით,
თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს,
16:10 / 30.03.2023
საქართველოს პროკურატურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით, თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს,
ლიკანის მიმართულებით კიდევ ერთი
მუნიციპალური ავტობუსი დაემატება.
13:34 / 30.03.2023
ლიკანის მიმართულებით კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი დაემატება.
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა
სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს
სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
13:08 / 30.03.2023
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა
სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს
სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
13:08 / 30.03.2023
პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან,
საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო
გზის
10:12 / 30.03.2023
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქარბუქის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
«« აპრილი 2023 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.