გორის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის
საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების
მიზნით
2022 წლის 30 ნოემბრის 00:00 სთ-დან
03:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 სთ-დან 06:00
სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება
გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.