„სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის რიცხვი, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია“-ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ
გომელაურმა თბილისისა და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების
ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისგან
დედაქალაქსა და რეგიონებში დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, პრევენციული
საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
„ბევრი მიმართულებით დაკლებულია დანაშაული და ეს თქვენი
დამსახურებაა, თქვენი თანამშრომლების დამსახურებაა და მადლობა მინდა
გითხრათ ყველას, ბოლო წლებიდან გამომდინარე დღეს ერთ-ერთ საუკეთესო
მდგომარეობაში ვართ ყველა ანუ სტატისტიკის კუთხით დაწეულია დანაშაულის
რიცხვიც, გახსნის მაჩვენებელიც გაზრდილია, რეფორმები, შრომაა თუ სწორი
გადაწყვეტილებები და ხაზს ვუსვამ, თქვენი, თქვენი თანამშრომლების
დამსახურებაა ნამდვილად და სწორი პოლიტიკის გატარებით კრიმინალის
კუთხით", -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა შეხვედრაზე.
მინისტრმა დანაყოფების ხელმძღვანელებთან ასევე ისაუბრა მომავალ წელს
დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მთავრობის მეთაურის ინიციატივით
სამინისტროს თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურების 20%-ით გაზრდის
შესახებ, ასევე საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის საჭირო
სამუშაოებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ვახტანგ გომელაურმა შედეგიანი საქმიანობისთვის თანამშრომლებს მადლობა
გადაუხადა და განაცხადა, რომ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით
კომპლექსური ღონისძიებები 2023 წელსაც აქტიურად
გაგრძელდება.