ახალი ამბები
"ბაკურიანი შესაძლოა საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს" - ლევან დავითაშვილი
საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს.


„საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალი სისტემები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ახალი საბაგირო გზებისა და ახალი ტრასების სახით, აგრეთვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხელოვნური რეზერვუარები - ეს სამუშაოები, ფაქტობრივად დასრულებულია და ამჟამად რეზერვუარების წყლით ავსების პროცესი მიდის. საბოლოოდ, ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.



ცნობისთვის, 2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29 კმ-ნი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში
ხანძარი ლიკვიდირებულია.
14:59 / 01.10.2023
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში ხანძარი ლიკვიდირებულია.
World Travel Awards-ზე, საქართველოს
2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი - ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ
12:11 / 01.10.2023
World Travel Awards-ზე, საქართველოს 2023 წლის წამყვანი კურორტის სტატუსი - ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ "ქრაუნ პლაზა ბორჯომმა" მოიპოვა.
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის
შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
09:53 / 01.10.2023
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის
რესპუბლიკის მაცხოვრებელთა რაოდენობამ,
16:09 / 30.09.2023
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მაცხოვრებელთა რაოდენობამ,
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში
მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის
მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი
რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური
დაზიანებები მიეყენებინა

ამასთან დაკავშრებით ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში
კომენტარს ავცელებს:


ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა
თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ
ამ შინაარსიდან გამომდინარე, სახიფათოა მისი გავრცელება, რადგან
თვითდაზიანების
11:48 / 30.09.2023
იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მოსწავლე გოგონა თანაკლასელის მხრიდან ბულინგისა და შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას მუქარის შემცველი წერილი და ბასრი საგანი რამდენიმე დღის წინ ჩანთაში ჩაუდეს, რითაც აიძულებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანებები მიეყენებინა

ამასთან დაკავშრებით ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში კომენტარს ავცელებს:


ორი დღეა ვრცელდება წერილი, რომელიც თანაკლასელმა მისწერა თანაკლასელს. შემზარავია ამ წერილის შინაარსი. მაგრამ ვფიქრობ, სწორედ ამ შინაარსიდან გამომდინარე, სახიფათოა მისი გავრცელება, რადგან თვითდაზიანების "ინსტრუქციაა".

კიდევ უფრო შემზარავია ის ფაქტი, რომ ბავშვის მშობელს დასჭირდა ასე მოქცეულიყო, რადგან, როგორც ჩანს, დიდი ხანია გრძელდება კონკრეტული პირის დევნა, შევიწროება და ამაზე სკოლა არ რეაგირებს. იმედი მაქვს, როცა ამ ტექსტს ვწერ, შსს - ს, განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრს, სკოლის ადმინისტრაციას და სხვა უწყებებს, უკვე დაწყებული აქვთ მოქმედება და ორივე ბავშვი საიმედო ხელშია. რისკის შემცველია ის ამბავიც, რომ ვხედავ მცდელობას გაარკვიონ ვინაა და სადაა ეს ბავშვი. ლამისაა ჩაქოლონ, აქვე. მესმის, შემზარავია, რასაც წერს, გვაბრაზებს და გვაშინებს მისი სისასტიკე, მაგრამ ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი, ასეთი რამ რომ მოაფიქრდა (სავარაუდოდ თავადაც გამოუცდია ის, რასაც თანაკლასელს სთავაზობს -

თვითდაზიანებას ვგულისხმობ), მერე წერილი დაწერა და კიდევ უფრო მძიმე მუქარა მოაყოლა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ გაირკვეს - რატომაა ეს ბავშვი ასეთ მდგომარეობაში და მერე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ გადარჩეს. ცხადია, სერიოზული დახმარება სჭირდება მისი აგრესიის სამიზნეს, იმ ბავშვს, რომელიც ალბათ დიდი ხანია მარტოა ამ პრობლემის პირისპირ

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.

ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' წერილის შინაარს შეგნებულად არ აქვეყნებს
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.