ახალი ამბები
რამდენით გაიზარდა ამანათებზე ფასები
კონტეინერების გაიაფება ახლა ავია და სახმელეთო გადაზიდვებზე ფასის ზრდამ ჩაანაცვლა - ამის შესახებ „ინექს გრუპის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე აცხადებს.

„საკონტეინერო გადაზიდვები ფასი იკლებს, მაგრამ მაინც გაცილებით მაღალია, ვიდრე პანდემიამდე იყო. რაც შეეხება სხვა მიმართულებას, პანდემიის დროს, თუ კონტეინერების დეფიციტის გამო იყო გადაზიდვის ფასი გაზრდილი, ახლა ეს ფაქტორი საწვავის გაძვირებამ ჩაანაცვლა. ავია და სახმელეთო გადაზიდვები ნელ-ნელა კიდევ ძვირდება. გარდა ამისა, გადაზიდვების ხარჯებს ემატება, უცხოეთში გადაზიდვამდე და გადაზიდვის შემდეგი ხარჯები (დისტრიბუციის).

შედეგად, იძულებული გავხდით, რომ 1-ლი ნოემბრიდან ამანათების ტარიფები დაგვეკორექტირებინა. ფასები გაიზარდა 50 ცენტიდან 1 ევრომდე. მაგალითად, გერმანიაში ერთი კილოგრამი ამანათის ღირებულება 1 ევროთი გაიზარდა, აშშ-ში 60 ცენტით",
- განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ხარჯებს ზრდის სამუშაო ძალის დეფიციტიც.

„ფასის ერთ-ერთი შემადგენელია მუშახელის გაძვირებაც, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თავისთავად მუშახელის სიძვირემ გამოიწვია ის, რომ ხარჯები გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ლარის კურსი მყარდება, ინფლაცია ძალიან მაღალია და ცხადია ხელფასებიც გავზარდეთ. ჩვენს სფეროში მუშახელის სიმწირეს იწვევს აქტიური მიგრაცია აშშ-ში და პოლონეთში. ჩვენს შემთხვევაში ძალიან დიდი რაოდენობით მოხდა გადინება", - ამბობს გიორგი კაპანაძე.

ინფორმაციისთვის, ამანათებზე 1 კგ-ს ღირებულება აშშ-დან 8.5 დოლარია, 6.5 გირვანქა სტერლინგია დიდი ბრიტანეთიდან, 4.5 ევრო ღირს გზავნილები იტალიიდან, 3.5 ევრო საბერძნეთიდან, 12.5 დოლარი ჩინეთიდან, 8 ევრო გერმანიიდან, 4 დოლარი თურქეთიდან და 2.5 ევრო კვიპროსიდან.

წყარო: bpn.ge




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის
შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
09:53 / 01.10.2023
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
20:43 / 28.09.2023
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის
ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს
წევრებთან.
17:41 / 27.09.2023
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს წევრებთან.
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი,
მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი
ცენტრალური მაგისტრალი.
15:50 / 19.09.2023
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი, მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის
მიმართ დაიწყო.
10:21 / 19.09.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.