რუსულმა ძალებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს
რუსულმა ძალებმა მიკოლაივში
ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და
დაშავებულები,
- ამის შესახებ მიკოლაივის
რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა
„ტელეგრამში“ დაწერა.
„მხეცები ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს, ორი
ადამიანი დაიღუპა, ორი კი - დაშავდა“, - აცხადებს კიმი.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და
განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი
უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთი არ წყვეტს საძაგელ
ტაქტიკას. ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს ბრძოლას. ოკუპანტები პასუხს აგებენ
უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე“, -
აცხადებს ზელენსკი.