ახალი ამბები
ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების - მსოფლიო ბანკის, ამერიკის, პოლონეთისა და შვედეთის სატყეო სამსახურების, ასევე, გაეროს სურსათის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, ტყის ეროვნული აღრიცხვის (NFI), ტყის მართვის გეგმის სტატისტიკური ინვენტარიზაციისა (FMI) და ტყის მართვის გეგმის (FMP) შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოები, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას გულისხმობს.

ტყის ეროვნული აღრიცხვა, სატყეო სექტორის რეფორმის შემადგენელი მნიშვნელოვანი პროცესია, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღრიცხვის უპრეცედენტო სამუშაოები განხორციელდა. მსგავსი ტიპის ინვენტარიზაციისთვის სპეციალურად შემუშავდა მეთოდოლოგია, რის საფუძველზეც დაინერგა ტყეების სტატისტიკური აღრიცხვის მექანიზმი”, - აღნიშნა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა, კარლო ამირგულაშვილმა.

ტყის ეროვნული აღრიცხვის მეთოდოლოგია შემუშავდა ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, საქართველოსა და გერმანიის მთავრობებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებების გათვალისწინებით.

საველე სამუშაოები და მონაცემთა შეგროვება 2018 წელს დაიწყო.

ტყის ეროვნული აღრიცხვის ფარგლებში, ველზე შეგროვებულ მონაცემთა ანალიზის შედეგები მომზადდა. მიღებული ინფორმაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სატყეო სექტორში სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და უზრუნველყოფს ტყის რესურსების მდგრად მართვასა და გამოყენებას.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის
შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
09:53 / 01.10.2023
დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
20:43 / 28.09.2023
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით,
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის
ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს
წევრებთან.
17:41 / 27.09.2023
სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ოფისში შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ახალგაზრდული ჩართულობის საბჭოს წევრებთან.
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი,
მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი
ცენტრალური მაგისტრალი.
15:50 / 19.09.2023
შეფერხებული მოძრაობა, დისკომფორტი, მტვერი, საცობი, ასე გამოიყურება ბორჯომი- ახალდაბის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების
დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის
მიმართ დაიწყო.
10:21 / 19.09.2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა ორი პირის მიმართ დაიწყო.
ინტერაქტივი
დაზიანებული ატრაქციონები, ჩამსხვრეული ლამპიონები, გატეხილი სკამები და მოშლილი ინფრასტრუქტურა - ასეთია ვანდალიზმის შემთხვევების შედეგები ბორჯომში.
პანდემიის დროს მთელს მსოფლიოში მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის მაჩვენებლები.
დღის ამბები
30 წელი სოხუმის დაცემიდან-ბორჯომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს;
ცვლილებები ბიუჯეტში, ქუჩების დამისამართება და სამსახურების ანგარიშები - ბორჯომის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა;
«« ოქტომბერი 2023 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.