კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ესტუმრა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი
საქართველოში კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობს.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი კელი დეგნანი სამცხე-ჯავახეთის მხარეში
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ეწვია, სადაც სახელმწიფო
რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რწმუნებულის მოადგილე შოთა როსტიაშვილი,
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი და სამხარეო
ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე ელჩს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გააცნეს. აგრეთვე საუბარი შეეხო
მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. ხაზგასმით აღინიშნა ის პროექტები,
რომელიც რეგიონში ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით,
რისთვისაც მასპინძელმა მხარემ მადლიერება გამოხატა ამერიკელი ხალხისა
და მთავრობის მიმართ.