ახალი ამბები
საქართველოში ბოლო 4 წელიწადში მწეველთა რაოდენობა 10%-ით შემცირდა
ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.

„ბოლო 4 წელია, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. ეს არის თამბაქოს კონტროლის რეფორმების კომპლექსური განხორციელების შედეგი. სოციალური თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვამ, გადასახადების და ფასების ზრდამ, მარკეტინგის ყველა ფორმის, პოპულარიზაციის, რეკლამების აკრძალვამ მოგვცა შედეგი, რომელსაც ევროპის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით ველოდით.

ჩვენი საბოლოო მიზანია, 2040 წლისთვის საქართველო თამბაქოსგან აბსოლუტურად თავისუფალი ქვეყანა გახდეს, ანუ მოსახლეობაში თამბაქოს პროდუქტის მოხმარება 5%-ზე დაბლა უნდა ჩამოვიდეს. დღეს თამბაქოს 27% მოიხმარს. ჩვენი მიზანია 2040 წლისთვის, თამბაქოს ნაწარმთან ასოცირებული ნებისმიერი მოსაწევი პროდუქტი აბსოლუტურად ნიველირებული იყოს. ამას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მაგრამ აბსოლუტურად მიღწევადია, რომ თამბაქოთი არ ავადდებოდეს და უფრო მეტი, არ იღუპებოდეს ადამიანი.

ევროპული კვლევის მიხედვით, თუ 2016 წელს 16 წლის ახალგაზრდებში თამბაქოს მოხმარება 18% იყო, 2019 წელს 12 პროცენტს შეადგენს, თუმცა, არის ელექტრონული და ახალი პროდუქტების მოხმარების ზრდის ტენდენცია. კანონმდებლობით აკრძალულია, ელექტრონული სიგარეტის, ასევე გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების როგორც მოხმარება, ისე რეკლამა და პოპულარიზაცია.

2017 წელს გავითვალისწინეთ რისკები, რაც ბაზარზე იქნებოდა გასახურებელი თამბაქოს შემოდინებასთან დაკავშირებით და იმთავითვე, დახურულ სივრცეში მისი მოხმარება ავკრძალეთ,
დახურულ სივრცეში თამბაქოს მოხმარების რეგულაციის 96%-ანი აღსრულება გვაქვს, რასაც 2018 წლიდან მიმდინარე, კანონის აღსრულების მონიტორინგიც განსაზღვრავს. მონიტორები აკონტროლებენ ირღვევა თუ არა რეგულაციები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში. ან თამბაქოს ნაწარმის რეკლამა - პოპულარიზაციას უკანონოდ ხომ არავინ აკეთებს.

ჩვენი ახალი ინიციატივის თანახმად, შესაძლოა, 2020 წლის შემდგომ დაბადებულ ახალგაზრდებს, რომლებიც სრულწლოვნები გახდებიან თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მიყიდვა აეკრძალოთ. ასევე, ჩვენი ინიციატივაა, თამბაქოს ინდუსტრიას დაევალოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მიყენებული ზიანისთვის კომპენსაციის გადახდა, როგორც კონვენციის მეცხრამეტე მუხლში წერია. ზიანი დათვლილია საერთაშორისო ექსპერტების მიერ და ლაპარაკია წელიწადში მილიარდ ნახევარ ლარზე (გადასახადების გარდა), როგორც ეს 50 ქვეყანაშია. თამბაქოს ინდუსტრიას დაეკისრება სპეციალური გადასახადი, კომპენსაცია, რათა მათ მიერ მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდეს. ეს აუცილებელია ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად, თამბაქოს და სხვა ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პრევენციის მიზნით. ამ საერთაშორისო პრაქტიკას მივაწვდით ხელისუფლებას, რათა მომავალი წლიდან ჩვენთანაც გადმოვიღოთ.

მოგეხსენებათ, კაზინოებსა და სლოტ კლუბების ნაწილში მოწევა დაშვებულია, რაც ჩვენთვის მიუღებელია. მოვითხოვთ, სათამაშო ბიზნესში ამ ლეტალური პროდუქტის გამოყენება სრულად აიკრძალოს“
,- აღნიშნავს გიორგი ბახტურიძე.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში
უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
10:45 / 25.12.2024
სახელმწიფო ეკლესიას ბაკურიანში უძრავ ქონებას 1 ლარად გადასცემს.
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს
Freebusiness.ge პლატფორმაზე
1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
10:26 / 22.12.2024
თავისუფალი ბიზნესების მოთხოვნებს Freebusiness.ge პლატფორმაზე 1 900-ზე მეტი კომპანია უერთდება,
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის
თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
10:20 / 20.12.2024
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, დაბა ბაკურიანში,
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული
ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
17:10 / 19.12.2024
კატეგორიულად ვგმობთ „ქართული ოცნების“ სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ
მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
16:04 / 19.12.2024
ქართველი და მოლდოველი ხალხი ევროპულ მომავალს ითხოვს და ჩვენ უნდა უზრუნველყოთ,
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.