ილონ მასკი უკრაინაში Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის მიწოდებას უფასოდ გააგრძელებს
SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა
საკუთარ twitter-ზე დაწერა, რომ კომპანია უკრაინაში Starlink-ის
სატელიტური კავშირის უზრუნველყოფას უფასოდ გააგრძელებს.
როგორც მასკი წერს: "მიუხედავად იმისა, რომ Starlink ფულს
კარგავს და სხვა კომპანიები გადასახადების გადამხდელების მილიარდობით
დოლარს იღებენ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მთავრობის უფასოდ
დაფინანსებას”.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ილონ მასკმა გადაწყვიტა, რომ
უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი და შესაბამისი
ინფრასტრუქტურა უფასოდ მიეწოდებინა. თუმცა შემდეგ, კომპანია SpaceX-მა
განმარტა, რომ უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად მომდევნო 12 თვის
განმავლობაში დაახლოებით 400 მილიონი დოლარი იყო საჭირო, აღნიშნული
მოცულობის თანხა კი SpaceX-ს არ გააჩნია, რაც იმის მიზეზად დასახელდა,
რომ კომპანია იძულებული იყო უკრაინას სატელიტური ინტერნეტის მიწოდება
შეეწყვიტა.