სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯები იზრდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
გადაწყვეტილებით, ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების
სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე
იზრდება,
ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ
სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის
დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან
მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.
განახლებული ნორმებით იხელმძღვანელებს როგორც საჯარო, ისე კერძო
სექტორი, რომლისთვისაც ანალოგიური ნორმები დადგინდება ფინანსთა
მინისტრის ბრძანებით.