რუსეთში ახალგაზრდა კაცმა სამხედრო კომისარს ესროლა
რუსეთში, ირკუტსკის ოლქში სამხედრო
კომისარიატის შენობაში ახალგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა
სამხედრო კომისარი. დაკავებულია 25 წლის რუსლან ზინინი,
რომლის მობილიზება დღეს უნდა
განხორციელებულიყო. ის „ნაწილობრივი მობილიზაციის“
მოწინააღმდეგეა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლის გახსნამდე დაიძახა :
„არავინ არსად არ წავა“.
სამხედრო კომისარიატში სროლის ფაქტი დაადასტურა ირკუტსკის ოლქის
გუბერნატორმა იგორ კობზევმა. მისი ინფორმაციით, დაჭრილი კომისარი
მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება.