საქართველოს პრეზიდენტმა 12 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს 12 მსჯავრდებული შეიწყალა. 4 მსჯავრდებული
გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში
თავისუფლების აღკვეთის სახით
შეფარდებული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 3 მსჯავრდებულს
მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტი ასევე შეეხო 5 მსჯავრდებულს,
რომელთა მოქმედი სასჯელები პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდასთან არ
იყო დაკავშირებული, მათ შორის 2 ქალი მსჯავრდებულია.