აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეტაკებებია
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი
ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები
მოხდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის არმიამ
საღამოს საათებში"ფართო პროვოკაცია განახორციელა დაშკეშენის,
ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით".
სომხური მხარის ცნობით, 13 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:05
საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიისა და
მსხვილკალიბრის ქვემეხებიდან სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა
დაიწყეს გორისის, სოტკისა დაჯერმუქის მიმართულებით.
თავდაცვის სამინისტროს სპიკერი არამ ტოროსიანის "ფეისბუქის" საკუთარ
გვერდზე წერს, რომ მტერი უპილოტო თვითმფრინავებსაც
იყენებს.