ბორჯომის №4 საჯარო სკოლა მოსწავლეებს 2023 წლის სექტემბრიდან მიიღებს
16:24 / 07.09.2022
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ,
ბორჯომის #4 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები
განახლდა.ამჟამად მიმდინარეობს შენობის
გამაგრებითი სამუშაოები და შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება.
თავდაპირველად, შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის ოქტომბრიდან დაიწყო,
თუმცა რამდენიმე ავარიული ნაწილის აღმოჩენის შემდეგ, საჭირო გახდა
სამუშაოების შეჩერება და ცვლილების შეტანა როგორც პროექტში ასევე
ბიუჯეტში.
ინფრასტრუქტურული პროექტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. იხარჯება 2 მილიონ
ლარამდე.
სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება. განახლებული და
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლა მოსწავლეებს სექტემბრიდან
მიიღებს.
სკოლაში შესვლის მსურველთა ასაკი
კიდევ ერთხელ იცვლება. ზოგადი განათლების შესახებ კანონის მიხედვით,
მომავალი სასწავლო წლიდან 1-ლ კლასში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ,
რომლებსაც 6 წელი სწავლის დაწყების თარიღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით
შეუსრულდებათ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.