დღეს, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში, საქართველოში 6 მიწისძვრა მოხდა
დღეს, 11 ივლისს, თბილისის დროით
10:24 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზონასთან მოხდა 3.1 (ML)
მაგნიტუდის სიდიდის მე-6 მიწისძვრა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული
ცენტრის ინფორმაციით, სოფელ სამებასთან , ბიძგები 10:14 საათზე
3.2 (ml); 09:48 საათზე 3.3 (ML); 09:18 საათზე 3.1 (ML); 09:10 საათზე 4.7 (ml); 07:36 საათზე 4.8
(ml) დაფიქსირდა.
ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ, არ გავრცელებულა. ბოლო
პერიოდში, სოფელ სამებასთან მიწისძვრა თვეში რამდენჯერმე
ხდება.