ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები ქონების გადასახდისგან თავისუფლდებიან
საქართველოს მთავრობის
გადაწყვეტილებით, ტურისტულ სექტორში დასაქმებული მეწარმეები ქონების
გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
აღნიშნული შეღავათით 1200-ზე მეტი გადასახადის გადამხდელი
ისარგებლებს, ხოლო გადასახდელი თანხის ოდენობა დაახლოებით 40 მილიონ
ლარს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების
სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 ან
დაეკონტაქტოთ RS ჩათის დახმარებით.