ახალი ამბები
'მბრუნავი კარის' და შესაძლო კორუფციის შემთხვევა ბორჯომის მუნიციპალიტეტში-"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ბორჯომის მუნიციპალიტეტში შესაძლო კორუფციის შემთხვევასთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს საქმე ბორჯომის საკრებულოს ყოფილ დეპუტატს, ფირან გოგიჩაიშვილს და მის კომპანიას ეხება.
შპს „მშენებლობა და პროექტირებას“ მფლობელი ფირან გოგიჩაშვილი 2018 წელს ბორჯომის საკრებულოში თანამდებობაზე დაინიშნა და კომპანია ვასილ მჭედლიძეს უსასყიდლოდ გადასცა, საკრებულოს ვადის ამოწურვის შემდეგ კი, 2022 წელს აწ უკვე ყოფილმა დეპუტატმა კომპანია უკან დაიბრუნა. აღმოჩნდა, რომ 2018-2021 წლებში, შპს „მშენებლობა და პროექტირებამ“ და ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძემ ბორჯომის მუნიციპალიტეტის 52 სახელმწიფო შესყიდვიდან 2,203,460 ლარი მიიღეს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პერიოდულად იკვლევს “მბრუნავი კარის” პრაქტიკას საქართველოში. „მბრუნავი კარი” საჯარო და კერძო სექტორებს შორის ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების შემცველი სამსახურეობრივი გადაადგილებაა. ამჯერად ასეთი ფაქტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გამოვავლინეთ.

ბორჯომის საკრებულოს ყოფილი თანამდებობის პირის კომპანია

ფირან გოგიჩაშვილმა შპს „მშენებლობა და პროექტირება“ 2009 წელს დააფუძნა და თავად იყო დირექტორიც. 2021 წლის ივლისამდე ამ კომპანიას „წყალსადენისა და კანალიზაციის საექსპლუატაციო სამსახური“ ერქვა. კომპანია, ძირითადად, სანიაღვრე ჭებს აკეთებს და საკანალიზაციო სისტემები გაყავს.

ფირან გოგიჩაშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსიდან” ბორჯომის საკრებულოში შევიდა, 2018 წლის 25 მაისიდან კი ფრაქცია „მაჟორიტარების“ თავმჯდომარედ დაინიშნა.

საკრებულოში ყოფნის დროს, 2018 წლის მაისსა და ივლისში ფირან გოგიჩაშვილმა ბორჯომის მერიის ორ ააიპ-თან, ორ შესყიდვაზე, ჯამში, 5,287 ლარის ხელშეკრულებები პირადად გააფორმა. იმავე წლის ოქტომბერში კი კომპანია ბორჯომელ მშენებელს, ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძეს უსასყიდლოდ გადასცა.

შპს „მშენებლობა და პროექტირებამ“ 2018-2021 წლებში ბორჯომის მერიისა და მისი ააიპ-ების 880,192 ლარის ჯამური ღირებულების 11 ტენდერი მოიგო. აქედან 7 ტენდერი, 487,787 ლარზე (55.4%) - უკონკურენტოდ, ან სხვების დისკვალიფიკაციის ხარჯზე. დეპუტატის ყოფილ კომპანიას სამუშაოების ჩაბარების ვადა 6-ჯერ გადაუწიეს, ასევე, 6-ჯერ გაუზარდეს ხელშეკრულებების ღირებულება, ჯამში, 36,628 ლარით.

ამავე პერიოდში, ბორჯომის მერიამ და მისმა ააიპ-ებმა შპს „მშენებლობა და პროექტირებას“ 22 პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულებაც გაუფორმეს 467,086 ლარზე.




ჯამში, ფირან გოგიჩაშვილის ბორჯომის საკრებულოში ყოფნის პერიოდში, მისმა კომპანიამ, ბორჯომის მერიიდან და მისი ააიპ-ებიდან 34 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, 1,347,278 ლარზე.

საკრებულოში ვადის ამოწურვიდან თვენახევარში, 2022 წლის იანვარში, ფირან გოგიჩაშვილმა ვასილ მჭედლიძისთვის გადაცემული კომპანია უკან დაიბრუნა.

ყოფილ თანამდებობის პირთან დაკავშირებული ინდმეწარმის შესყიდვები

თავად ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძემ კი, იმ სამ წელში, როცა ფირან გოგიჩაშვილი ბორჯომის საკრებულოში თანამდებობაზე იყო, 19 სახელმწიფო შესყიდვა მიიღო, სულ 1,040,562 ლარზე. მათ შორის ყველა ბორჯომის მერიიდან და მისი ააიპ-ებიდან, გარდა ერთისა - ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან 184,380 ლარზე მოგებული ტენდერისა.

ვასილ მჭედლიძის სახელმწიფო შესყიდვები 2019-2021 წლებში:




მჭედლიძემ, ბორჯომის მერიასა და მის ააიპ-ებთან, 2019-2021 წლებში, 13 მოგებული ტენდერით ხელშეკრულებები 757,644 ლარზე გააფორმა. აქედან 5 ტენდერი, 283,833 ლარზე (37.4%) უკონკურენტოდ, ან სხვების დისკვალიფიკაციით მიიღო.

საგულისხმოა, რომ ვასილ მჭედლიძეს, ფირან გოგიჩაშვილის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ბორჯომის მერიასთან, მხოლოდ 2 პირდაპირი შესყიდვა ჰქონდა გაფორმებული 15,731 ლარზე.

სულ, 2018-2021 წლებში, ფირან გოგიჩაშვილის კომპანიას და ვასილ მჭედლიძეს 53 სახელმწიფო შესყიდვით, 2,387,840 ლარი დაერიცხათ.

აღსანიშნავია, რომ ფირან გოგიჩაშვილი 2018 და 2019 წლების ქონებრივ დეკლარაციებში თავისი შპს-დან მიღებულ შემოსავალს მალავს. თანამდებობის პირი დოკუმენტებში არ უთითებს, რომ ამ პერიოდებში იგი შპს-ს მფლობელი და დირექტორია.

ვიდრე ფირან გოგიჩაშვილი საკრებულოში თანამდებობაზე დაინიშნებოდა, 2011-2017 წლებში მისმა კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით, დაახლოებით, 3 მლნ. ლარი მიიღო, ვასილ მჭედლიძემ კი - 1 მლნ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, შეისწავლოს 2018-2021 წლებში, შპს „მშენებლობა და პროექტირებას“, ასევე ინდმეწარმე ვასილ მჭედლიძის სახელმწიფო შესყიდვები ბორჯომის მერიასთან/ააიპებ-თან და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში იმოქმედოს კანონის შესაბამისად.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8
მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
15:48 / 25.11.2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
08:09 / 25.11.2024
მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.