ახალი ამბები
საქართველოს მოსახლეობას სჯერა რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია- NDI

“პასუხისმგებლობა სრულიად რუსეთის ფედერაციას ეკისრება, უშუალოდ პუტინს და მის გარემოცვას და ბრალეულობა არის ყველა იმ ქვეყნის, ვინც უბრალოდ შეშფოთებას აფიქსირებს და არაფერს აკეთებს, უმოქმედოდ არიან და უბრალოდ შეშფოთებულები არიან.” – თბილისი, ქალი, 27 წლის
NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 67% მიიჩნევსმ რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია.

კითხვა შემდეგი ფორმულირებით დაისვა და პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა.
მოსახლეობას სჯერა რომ უკრაინაში ომი რუსეთის ბრალია.

თქვენი აზრით ვისი ბრალია უკრაინაში ომი?


რუსთი - 67%

არ ვიცი - 14 %

პუტინი - 11%

აშშ - 9%

ნატო - 3%

ევროკავშირი - 2%

სხვა - 2%





უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში საზოგადოების განწყობებში მომხდარი მთავარი ცვლილებები:

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:

➔ საქართველოში უფრო მეტ მოქალაქეს მიაჩნია, რომ
რუსეთი მეზობელი ქვეყნებისთვის საფრთხეს წარმოადგენს;
➔ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ეკონომიკას
გააძლიერებს და მეტ უსაფრთხოებას მოუტანს;
➔ შემცირდა მათი რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ
საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან
უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ უარს იტყვის
ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე;
➔ მეტი მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე
მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა
ევროკავშირთან უნდა ჰქონდეს;
➔ რუსეთმა პოზიციები დათმო საქართველოს მთავარი
ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორების სიაში;
➔ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ
საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები
უნდა შეზღუდოს.


NDI-მ საზოგადოებრივი აზრის ორივე კვლევა - უკრაინაში ომის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ - შემთხვევითი შერჩევით, სატელეფონო გამოკითხვის გზით ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები 2 ეტაპად ჩატარდა. თებერვალში საველე სამუშაოები მოიცავდა 3-15 თებერვალს. 2,036 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.8%; ხოლო მარტში საველე სამუშაოები მოიცავდა 9 -20 მარტს. 2,024 დასრულებულ ინტერვიუს (18% გამოპასუხება, AAPOR სტანდარტების მიხედვით); საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1.6% საველე სამუშაოები ჩატარდა თბილისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ახალქალაქსა და მარნეულში. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გარდა ამისა, კვლევა წარმომადგენლობითია თბილისის, ურბანული და სოფლის ტიპის დასახლებებისთვის.




Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8
მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
15:48 / 25.11.2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
08:09 / 25.11.2024
მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.