გორის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე
გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების
მიზნით,
2022 წლის 30 მარტის 00:00სთ-დან
03:00სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00სთ-დან 06:00სთ-მდე
გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის
სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება
გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების
შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.