ახალი ამბები
წელს საქართველომ ტურიზმიდან შესაძლოა, 825 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგოს
საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-მა ტურიზმის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოს 2022 წელს ტურიზმიდან მისაღები შემოსავლების მოცულობა შეუმცირდება. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების შემთხვევაში 2022 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 2019 წელთან მიმართებით 75%-ით აღდგება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ომი შედარებით გაიწელა, მაშინ წელს შემოსავლების აღდგენის დინამიკა მხოლოდ 60% იქნება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ომის დაწყებამდე საინვესტიციო კომპანია წელს ტურიზმიდან შემოსავლების 85%-ით აღდგენას პროგნოზირებდა.

რაც შეეხება გასული წლების მონაცემებს, უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს საქართველო ტურიზმიდან 3,3 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც ჩვენი მთლიანი ეკონომიკის 18.7%-ს შეადგენდა.

2021 წელს ცხადია ეს მაჩვენებელი შემცირდა და შემოსავლის სახით საქართველომ მხოლოდ 1,2 მლრდ აშშ დოლარი მიიღო - ჩვენი ეკონომიკის 6.4%.


შესაბამისად გამოდის, რომ ომის მოკლევადიან პერიოდში დასრულების პირობებში წელს საქართველო ტურიზმიდან 2,475 მლრდ აშშ დოლარი შემოსავალს მიიღებს, ხოლო ომის გაჭიანურების პირობებში - მხოლოდ 1,98 მლრდ აშშ დოლარს. შეგახსენებთ, რომ ომის არარსებობის პირობებში საქართველოს წელს ტურიზმიდან 2,805 მლრდ დოლარის შემოსავალი უნდა მიეღო.


წყარო: BPN
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8
მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
15:48 / 25.11.2024
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
08:09 / 25.11.2024
მომიტინგეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული
სოუსია.
13:54 / 24.11.2024
Tasteatlas-ის რეიტინგში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 237 სოუსი მოხვდა, მათ შორის ხუთი ქართული სოუსია.
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო -
მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი
დასტურია,
13:34 / 24.11.2024
ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო - მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია,
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ
მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო
აქციას ეხმაურება
11:28 / 24.11.2024
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაგეგმილ მეთორმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებმადე დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.