სანატორიუმ "ბორჯომში" მცხოვრებ დევნილებს სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა
14:44 / 02.02.2022
ლიკანში, სანატორიუმ "ბორჯომში"
მცხოვრებ დევნილებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა
გაიმართა.მათ ადგილზე ესტუმრა ჯანდაცვის
სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის სამმართველოს უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი ბერდია ფირცხალაური. გაეცნო ყოფილ
სანატორიუმის შენობაში მოძველებულ საკანალიზაციო სისტემის
პრობლემას.
სანატორიუმ "ბორჯომში" საკანალიზაციო სისტემა უკვე წლებია
დაზიანებულია. მილებიდან წამოსული ფეკალური მასა სარდაფში გროვდება,
აზიანებს შენობის საძირკველს და კედლებს. ამის შესახებ, ტელეკომპანია
"ბორჯომმა" მასალა არაერთხელ მოამზადა.
ჯანდაცვის სააგენტოს რეგიონულმა წარმომადგენელმა დევნილების
პრობლემები მოისმინა და რეაგირებას დაპირდა. საკანალიზაციო სისტემის
მოწესრიგებასთან ერთად, დევნილები საცხოვრებელი ფართებით
უზრუნველყოფას ითხოვენ. რამდენად დაკმაყოფილდება მათი ეს მოთხოვნა,
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. შეხვედრის დეტალებზე ტელეკომპანია
"ბორჯომთან" სანატორიუმ "ბორჯომის" დირექტორმა კახა ქოქუაშვილმა
ისაუბრა.
"სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელი ბერდია ფირცხალაური
იმყოფებოდა გუშინ ბორჯომში და ჩვენს სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებს
შეხვდა. სამწუხაროდ, კვლავ პრობლემას წარმოადგენს საკანალიზაციო
სისტემა და იმედს ვიქონიებთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდება. დევნილები
ბინებით უზრუნველყოფასაც ითხოვენ და არ ვიცი, ეს საკითხი როგორ
გადაწყდება. ხშირი კომუნიკაცია აქვს რეგიონულ წარმომადგენელს
სანატორიუმ "ბორჯომში" დევნილებთან და ჩვენც შემდგომ რეაგირებას
ველოდებით" - აცხადებს სანატორიუმის დირექტორი კახა
ქოქუაშვილი.
მომიტინგეების ნაწილმა ღამე
რუსთაველზე გაათენა. დღეს, 25 ნოემბერს დაგეგმილია მე-11 მოწვევის
პარლამენტის პირველი სხდომა, რასაც ოპოზიცია, პრეზიდენტი და
არასამთავრობო სექტორი არალეგიტიმურად მიიჩნევს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.