ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ნაწილობრივ შეზღუდვაა
ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის
92-ე კილომეტრზე (სოფ.ბეღლეთი) განვითარდა მეწყრული პროცესები,
ჩამოსულმა მასამ შეადგინა დაახლოებით 15 000 კუბი,
რამაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა და
აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რათა უმოკლეს ვადებში
იქნას აღდგენილი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო ამ ეტაპზე, აღნიშნულ
მიმართულებაზე გადაადგილება შესაძლებელია სოფელი ბოძაურისა და
ტაბახმელას შემოვლითი გზის მეშვეობით, მხოლოდ მაღალი გამავლობის
ავტოტრანსპორტისთვის.