ნათლისღება და მდინარეში განბანვის ტრადიცია ბორჯომში
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 19
იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. დღესასწაულის დადგომამდე ერთი დღით
ადრე, ბორჯომში ტრადიციული განბანვის რიტუალი შესრულდა.
მრევლი და სასულიერო პირები,
წყალკურთხევის დღესასწაულს მდინარეში შესულები შეხვდნენ.
მდინარე მტკვარზე სიმბოლური განბანვა ტრადიციულად, ცენტრალური
საფეხბურთო მოედნის მოპირდაპირე მხარეს გაიმართა. წყალში განბანვის
ტრადიცია ათეულ წლებს ითვლის. მას საფუძველი, ბორჯომის და ბაკურიანის
ეპარქიის მაშინდელმა ეპისკოპოსმა მეუფე სერაფიმემ ჩაუყარა.
ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით,
წყალკურთხევის ღამეს სოფელი ყვიბისის, ლიკანის, არდაგნისა და ახალი
უბნის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტი
უფასოდ ემსახურება.