ბაკურიანში სასრიალო ტრასები 15 იანვრიდან იხსნება
ბაკურიანი სასრიალო სეზონის
გასახსნელად ემზადება. თოვა საკურორტო დაბაში გუშინ, 13 იანვარს
დაიწყო და შესაბამისად მიმდინარეობს ტრასების მომზადებაზე
მუშაობა.
15 იანვარს, 10:00 საათიდან, გაიხსნება შემდეგი სასრიალო გზები:
კოხტაზე:
კოხტა 1
კოხტა 2
დიდველზე:
ნოდო
გონდოლა 1
Half pipe - (დამწყებებისთვის)
საბაგიროები და სასრიალო გზები იმუშავებს ყოველდღე, 17:00
საათამდე
ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი "ბაკურიანი" ავრცელებს.