რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე
რთული მეტეოროლოგიური პირობების
გამო, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის გადაადგილებაზე შეზღუდვა
მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე.
თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობისკოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო
გზის კმ105-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი
-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია
მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ
ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული
ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ
რეჟიმებს.